ჩვენს შესახებ

აბიფარმი არის  რეგიონალური ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი  და  ანტიბიოტიკების ერთადერთი მწარმოებელი  კავკასიის რეგიონში. კომპანია აწარმოებს პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს დოზირებული საინექციო ფხვნილების, მშრალი სუსპენზიების და კაფსულების ფორმით.

აბიფარმის მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქტების ოფიციალური აღიარება 2016 წელს მოხდა, როდესაც საწარმოს მიენიჭა პირველი pic/s  GMP სერტიფიკატი  გაცემული უკრაინის სახელმწიფო  მარეგულირებელი ორგანოს  მიერ.

საერთაშორისო ფარმაცევტულ ბაზარზე ჩვენი საქმიანობისა და პროდუქტების პოპულარიზაციის მუდმივი ძალისხმევის შედეგად   ჩვენი პროდუქციის ექსპორტი  მუდმივად იზრდება.

 დღეისათვის, აბიფარმი  7-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ექსპორტს  და ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს ექსპორტის ქვეყნების ანტიბიოტიკების ბაზარზე.

კომპანია მუდმივად მუშაობს საერთაშორისო ბაზრებზე  ახალი ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენის მიმართულებით, ამასთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია  ტრადიციული ბაზრების შენარჩუნება და განვითარება.

აბიფარმი მოქმედებს სამი განსხვავებული სტრატეგიით: კონტრაქტით წარმოება, ბრენდირებული პროდუქტების რეალიზაცია საცალო სააფთიაქო ქსელებში და ჰოსპიტალური  გაყიდვები როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის.

წარმოება აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით ფლაკონში საინექციო ანტიბიოტიკების, კაფსულებისა და მშრალი სუსპენზიების სრულმასშტაბიანი წარმოებისათვის. წარმოების მოცულობაა 100 მილიონი ფლაკონი, 60 მილიონი კაფსულა და 15 მილიონი სუსპენზია წელიწადში

საწარმო  აღჭურვილია წამყვანი ევროპელი მწარმოებლების თანამედროვე დანადგარებით:  IMA, BWT, Stilmas, Uhlmann, MG2, Agilent, Sartouis, Klima

ხარისხი ჩვენი ხედვაა

ჩვენი ხარისხის მართვის სისტემა აკმაყოფილებს EU GMP – ის უახლეს რეგულაციებს და მუდმივად ვითარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი პროდუქციის ხარისხზე, კომპანიაში დანერგილი გვაქვს ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემა, რაც   მოიცავს ხარისხის სრულ მართვას (TQM), მომწოდებლების აუდიტს, საწყისი მასალების, შუალედური პროდუქტების და მზა პროდუქციის  ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს, პროცესის კონტროლსა და მზა პროდუქტის რეალიზაციაში გაშვებას კვალიფიციური პირის (QP) მიერ.

შემომავალი მასალებისა და მზა პროდუქციის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კონტროლის ჩასატარებლად ხარისხის კონტროლის განყოფილებას გააჩნია თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორიები, რომელთა ხარისხის სისტემა  შეესაბამება GMP, GLP, ISO და სხვა საერთაშორისო მოთხოვნებს.

2016 წლიდან  აბიფარმს მინიჭებული აქვს GMP PIC / S სერტიფიკატი